ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლეში სპეცრაზმი შეიყვანეს. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ჯგუფები სასახლის შიდა ტერიტორიაზე განლაგდნენ – ინფორმაციას და კადრებს “კურიერი” ავრცელებს.
დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელი რჩება.
დღე მეოთხე: პარლამენტის წინ აქცია განახლდა
ადგილზე მყოფი ძალოვანი უწყების წარმომადგენლები არ ამბობენ, რატომ იმყოფებიან ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან და კითხვაზე, რატომ არის საპოლიციო ძალების ასეთი მობილიზება ტერიტორიაზე, სამართალდამცველები ჟურნალისტს პრესსამსახურთან ამისამართებს.
„გიდასტურებთ, რომ პოლიციაა. ჩვენ მზადყოფნაში ვართ ყოველთვის, სადაც დაირღვევა და იქნება ამის მცდელობა, შევეცდებით, რომ დავარეგულიროთ სიტუაცია. სადაც ამის საფრთხე იქნება, იქ დავიცავთ საზოგადოებრივ წესრიგს. არ აქვს მნიშვნელობა, ეს სად იქნება,“ – ამბობს ერთ-ერთი სამართალდამცველი.
შეგახსენებთ, პარლამენტის წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა გუშინ, სპონტაურად, მშვიდობიანი მარში გამართეს, ქართული ოცნების ოფისისკენ. შესაძლოა, პოლიციის მობილიზება შუშის სასახლესთან სწორედ ამას უკავშირდებოდეს.