LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ჩვენთან შეხვედრაზე, რაც იმედგაცრუებას იწვევს“ – სენატორი ჯინ შაჰინი

184
ჯინ შაჰინი

სენატორი ჯინ შაჰინი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა მათთან შეხვედრაზე, რაც სენატორის თქმით, იმედგამაცრუებელია.

„მოვითხოვეთ ბატონ ივანიშვილთან შეხვედრა. მან უარი თქვა ჩვენთან შეხვედრაზე, მაგრამ ყველაფრის საფუძველზე, რაც ჩვენ აქ მოვისმინეთ, იგი არის ძირითადი გადაწყვეტილების მიმღები ქვეყანაში და კვლავ იმედგაცრუებას იწვევს, რომ უარი თქვა ჩვენთან შეხვედრაზე.

დაახლოებით, 18 თვის წინ, როდესაც აქ ვიმყოფებოდი, მას საქართველოს მთავრობას იმ პერიოდში შემოჰქონდა ზუსტად „რუსული კანონი“. გამოვხატე ჩემი მხარდაჭერა, ასევე, ორპარტიული, ორპალატიანი წუხილი ამ კანონთან დაკავშირებით, რომ ფაქტი მისი მიღებისა, გამოიწვევდა ანგარიშვალდებულებას, მაშინ ესეც აღვნიშნე – ექნებოდა ჩვენს ურთიერთობაზე გავლენა.

სამწუხაროდ, ამას ვხედავთ ახლა, მთავრობის ძალისხმევის შედეგად და მინდა, გითხრათ, მიჭირს გაგება. ქვეყანაში, სადაც ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ; სადაც ჩავდიოდით, ყველგან გამოხატავდნენ შეშფოთებას რუსეთის განზრახვასთან დაკავშირებით თქვენი ქვეყნის მიმართ, ამ ტერიტორიული ოკუპაციის, შემოჭრის, გაფართოებასთან დაკავშირებით; ამ დროს მთავრობა იღებს კანონს, რომელიც ასახავს რუსეთის ქმედებებს, რაც მოქალაქეების ნების საწინააღმდეგოა. არ მესმის ეს, რადგან რასაც ჩვენ ვისმენთ, საქართველოს მოქალაქეებთან საუბარში, ვისაც შევხვდით, ისინი ეწინააღმდეგებიან ამას“, – განაცხადა ჯინ შაჰინმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g