LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა ივანიშვილს ვურჩევ, ნერვები დაიწყნაროს – გია ხუხაშვილი

116

ბიძინა ივანიშვილს ვურჩევდი, ნერვები დაიწყნაროს, – ასე ეხმიანება ექსპერტი გია ხუხაშვილი “ფორტუნასთან” პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ მის შესახებ დღეს გაკეთებულ განცხადებებს.

“საკუთარ თავზე მაღალი აზრის არ ვარ, ჩემს უნიჭობაზე რომ შეფასება გავაკეთო, რაც შეეხება მის ნალაპარეკებს, პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ “ნაციონალები” და გულისამრევები თავის გარემოცვაში მოიკითხოს სჯობია, თუ უნდა, რომ ამ ქვეყანას რაღაც ეშველოს,” – აცხადებს გია ხუხაშვილი.

მისივე თქმით, გიორგი მარგველაშვილთან მეგობრობდა და დღესაც მისი მეგობარია, ამიტომ აბსურდია იმაზე საუბარი, რომ მის ალტერნატივად ნინო ბურჯანაძის კანდიდატურა შესთავაზა. კითხვაზე, ამიტომ ხომ არ არის განაწყენებული მასზე, გია ხუხაშვილი პასუხობს, რომ ბიძინა ივანიშვილს ნერვების დაწყნარებას ურჩევს.

“ის, რომ ბურჯანაძეს მარგველაშვილის ალტერნატივად განვიხილავდი, ამაზე უბრალოდ კომენტარის გაკეთებაც შეუძლებელია. ფაქტია, რომ ის გაბრაზებულია და ვურჩევდი ნერვები დაიწყნაროს. გაბრაზებულია მას მერე, რაც ვთქვი, რომ დაკარგა ლიდერის ფუნქცია, ამ დღეებში გავაკეთე ეს განცხადებები და ეს მისთვის მტკივნეული აღმოჩნდა,” – აღნიშნავს გია ხუხაშვილი.

კითხვაზე, რატომ აღარ თანამშრომლობს ბიძინა ივანიშვილთან, ხუხაშვილი ამბობს, რომ ჭორაობას ჭორაობით ვერ უპასუხებს.

“ვეღარ ვხედავ, საბოლოოდ დავკარგე იმედი, რომ ამ სახელმწიფოსთვის რაღაცის გაკეთება შეუძლია. გრძელ კომენტარს მე დღეს არ გავაკეთებ, ეს საკმარისია, ჭორაობას ჭორაობით ვერ ვუპასუხებ, დანარჩენს ისტორია დაწერს. გაბრაზებულია და მისი სტილია, ვიღაცაზე რომ გაბრაზდება მერე ყველაფერი დააბრალოს,” – აცხადებს გია ხუხაშვილი.

მისივე თქმით, კონტექსტიდან ამოგლეჯილი იყო ასევე, ბიძინა ივანიშვილის განცხადება “გრეჩიხებთან დაკავშირებით”

“ეს არის ჩვენი შიდა საუბრები, მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ინტერპრეტაციები, აბსოლუტურად ამოგდებულია კონტექსტიდან. კი ბატონო, ლევან გაჩეჩილაძეს და მის ძმას უნდოდა პროცესში მონაწილეობა და მე ინფორმაცია მიმქონდა, რომ აქვთ ამის სურვილი, თუმცა, მე არაფერს ვურჩევდი, მიმქონდა ინფორმაცია, გადაყწვეტილება მას უნდა მიეღო ჩართვა-არჩართვაზე,”- აცხადებს გია ხუხაშვილი.

ბიძინა ივანიშვილმა მედიასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ გია ხუხაშვილი უნიჭო ექსპერტია. ივანიშვილის თქმით, ხუხაშვილს ჰქონდა ილუზია, რომ “ის ყველაფერს თავად ალაგებდა.” ყოფილმა პრემიერმა ასევე განაცხადა, “ხუხაშვილი მაწვებოდა, დრაივი აქვთ, გრეჩიხები გამოვიყვანოთო. “

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები