LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბიძინას გამოსვლის შემდეგ „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას“ თავისუფლად შეუძლია, საქართველოს მრავალ მილიარდიანი კომპენსაცია მოსთხოვოს მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად“ – გია ხუხაშვილი

265
გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილი

„ბიძინას გამოსვლის შემდეგ „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას“ თავისუფლად შეუძლია საქართველოს მრავალ მილიარდიანი კომპენსაცია მოსთხოვოს მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად.“- ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გორში, „ქართული ოცნების“ გასვლით ღონისძიებაზე ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას.

„პოლიტიკურ კატასტროფაზე აღარაფერს ვამბობ – ბოლომდე გააპრავა რუსული აგრესია და მშვიდობისმყოფელებად გამოაცხადა“, – წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, დღეს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გორში, რეგიონულ ღონისძიებებაზე სიტყვით გამოსვლისას განახცადა: „გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები”.

ბიძინა ივანიშვილი – „12 წელი დაგვჭირდა, რომ საფუძვლიანად გამოგვერკვია ყველაფერი და 2008 წლის ტრაგედიისათვის პოლიტიკური შეფასება მიგვეცა. დღეს, ყოველგვარი მორიდების გარეშე ვსაუბრობთ ომის გამჩაღებელ „ნაციონალურ მოძრაობაზე“, რამეთუ ხელთ გვაქვს მათ მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულის უამრავი სამტკიცი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g