ბილ და ჰილარი კლინტონების ნიუ-იორკში მდებარე სახლში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას „როიტერსი” ავრცელებს.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამსახურის 3 ჯგუფი. ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია. ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე მიმდინარეობს გამოძიება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და მისი მეუღლე რეზიდენციას 90-იანი წლებიდან ფლობს.