კლინტონების ოჯახს კიდევ ერთი წევრი შეემატა. ამერიკული მედიის ინფორმაციით, ჩელსი კლინტონს რამდენიმე დღის წინ შვილი, ეიდენოვერი შეეძინა.
ჩელსიმ ქმართან, მარკ მეზვინსკისთან და შვილთან, ეიდენთან ერთად ლენოქს ჰილ ჰოსპიტალი გუშინ დატოვა.
ჰილარი და ბილი აღნიშნავენ, რომ კიდევ ერთი შვილიშვილის შეძენა მათთვის დიდი ბედნიერებაა. ჩელსისთვის ეს მეორე შვილია, მას ქალიშვილი, შარლოტ კლინტონ მეზვინსკი ჰყავს, რომელიც 2014 წლის 27 სექტემბერს დაიბადა.