LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მონიკა ლევინსკი ბილ კლინტონის შესახებ გადაღებული სერიალის პროდიუსერი ხდება (ფოტო)

791
klinton-lewinski

სერიალ „ამერიკული კრიმინალური ისტორიის“ შემქმნელები ადასტურებენ, რომ სერიალის ახალ სეზონზე მონიკა ლევინსკი იმუშავებს. ლევინსკი აქტიურად ჩაერთვება გადაღებების პროცესში, თავად სეზონი კი პრეზიდენტ ბილ კლინტონის გარშემო აგორებულ სკანდალსა და იმპიჩმენტს შეეხება. სერიალის შემქმნელი რაიან მერფი ,,ჰოლივუდ რეპორტერისთვის” მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ყველამ საკუთარი ისტორია თავად უნდა მოყვეს.

მონიკა ლევინსკი სერიალის ერთ-ერთი პროდიუსერი იქნება. მის როლს კი 26 წლის მსახიობი ბინი ფელდშტეინი შეასრულებს, სერიალში ასევე ითამაშებს სარა პოლსონიც, რომელიც ლინდა ტრიპის როლს განასახიერებს. ამ უკანასკნელმა უდიდესი როლი ითამაშა კლინტონი-ლევინსკის სკანდალში. ჯერ უცნობია, ვინ ითამაშებს ბილ კლინტონისა და მისი მეუღლის, ჰილარი კლინტონის როლს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები