LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბილ გეითსის დამაიმედებელი პროგნოზი – მსოფლიო ნორმალურ ცხოვრებას 2022 წლის ბოლომდე დაუბრუნდება

115
ბილი

მილიარდერი და ფილანტროპი ბილ გეითსი დარწმუნებულია, რომ მსოფლიო ნორმალურ ცხოვრებას 2022 წლის ბოლომდე დაუბრუნდება. ამის შესახებ მან Sky News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

Microsoft-ის დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ მომავალი წლის დასაწყისში კორონავირუსით ინფიცირების დონე საგრძნობლად შემცირდება, ვაქცინებისადმი წვდომა კი მსოფლიოს მასშტაბით გაიზრდება.

„აშშ, დიდი ბრიტანეთი და სხვები ვაქცინების განვითარებადი ქვეყნებისთვის გადაცემას შეძლებენ“, – განაცხადა გეითსმა.

გეითსი განმარტავს რომ, 3-4 თვის შემდეგ აშშ -ი  და სხვა განვითარებული ქვეყნები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს სხვებს გაუნაწილებენ, რადგან ამ ქვეყნებში ზრდასრული მოსახლეობის უმეტესობა უკვე აცრილი იქნება.

მისი თქმით, სწორედ ეს იქნება პანდემიის დასრულების გარანტი.

ამ დროისთვის კი მსოფლიოში ვაქციების გამო დიდი ბრძოლაა. ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს კოვაქსის პლატფორმაზე ფული აქვთ გადარიცხული, თუმცა მათ ვაქცინები უბრალოდ არ აქვთ.

იმდენი გვაქვს ფული გადახდილი, უნდა აგვერჩია ვაქცინა, მაგრამ არ არის კოვაქსზე – გამყრელიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g