LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმდენი გვაქვს ფული გადახდილი, უნდა აგვერჩია ვაქცინა, მაგრამ არ არის კოვაქსზე – გამყრელიძე

235
ამირანი 33

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, დღეს ყველაზე დიდი პრობლემა მსოფლიოში ვაქცინების გადანაწილებაა.

გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველომ კოვიქსპლატფორმას იმდენი ფული გადაუხადა, ვაქციები უნდა აერჩია, მაგრამ სამწუხაროდ ეს შეუძლებელია, რადგან კოვაქსზე ვაქცინები არაა.

„ყველაზე დიდი პრობლემა დღეს, გარდა პანდემიისა, არის უსამართლობა ვაქცინების განაწილებაში. ვაქცინები დღეს იქცა პოლიტიკურ თუ სხვა ტიპის იარაღად ძლიერი სახელმწიფოების ხელში, ანუ ვინც ეს ვაქცინები შექმნა.

არიან ქვეყნები, რომლებსაც დღესაც არ მიუღიათ ვაქცინა, ან მიიღეს ძალიან ცოტა ქვეყნების უდიდესმა ნაწილმა და არის რამდენიმე ქვეყანა, რომელიც ასრულებს ვაქცინაციის პროცესს, ისრაელი მაგალითად, 60% ორჯერ ჰყავს უკვე აცრილი.

კოვაქსი შექმნეს იმიტომ, რომ თანაბარი ხელმისაწვდომობა გაეკეთებინათ, მაგრამ, სამწუხაროდ, დაგეგმილი ვერ განხორციელდა. იმიტომ, რომ, ჯერჯერობით, კოვაქსზე არ არის ვაქცინები. ჩვენ იმდენი გვაქვს ფული გადახდილი, კოვაქსიდან უნდა აგვერჩია ვაქცინა, მაგრამ ასარჩევი არ არის, იმიტომ, რომ კოვაქსზე არაა ვაქცინები“.- განაცხადა ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g