LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბილ გეიტსის გეგმა პანდემიის დასასრულებლად – “გვჭირდება ქარხნები, რომლებიც კოვიდვაქცინის დამზადებას 100 დღეში შეძლებენ”

495
ბილ გეიტსი

მაშინ, როდესაც აშშ, გერმანია, საფრანგეთი, ინგლისი და კიდევ მრავალი ქვეყანა ემზადება გაზარდოს ვაქცინის დოზების მიწოდება მათთვის, ვინც უკვე ორჯერადად აცრილია, აფრიკის მთელს კონტინენტს ხვდა ვაქცინის დოზების იმაზე ოდნავ მეტი, ვიდრე კალიფორნიის მთელს შტატს.

სწორედ ვაქცინების ასეთმა უთანასწორო გადანაწილებამ აიძულა ბიზნესმენი, “Microsoft”-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი, რომ თქვა“ჩვენ არ ვართ მზად შემდეგი პანდემიისთვის”.

ქველმოქმედება საკუთარი გადარჩენისთვის – 5 მიზეზი, რის გამოც მსოფლიომ ღარიბ მოსახლეობას ვაქცინა უნდა გაუზიაროს

გეიტსი გამოსავალს მხოლოდ ვაქცინების წარმოების გაზრდაში ხედავს და აცხადებს, რომ “გვჭირდება ქარხნები, რომლებსაც შეუძლიათ ახალი ვაქცინის დამზადება 100 დღეში”.

ბილ და მელინდა გეიტსის ფონდმა, ცოტა ხნის წინ წლიური ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიში თვალს ადევნებს ინდიკატორებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება და კეთილდღეობა მდგრადი განვითარების რეალიზაციისთვის მთელს მსოფლიოში. ბოლო ორი წლის განმავლობაში კი ანგარიში ასევე იკვლევს კოვიდპანდემიის გავლენას მსოფლიოში.

“მსოფლიოს სჭირდება ქარხნები, რომლებსაც შეუძლიათ ახალი ვაქცინის დამზადება 100 დღეში და შემდეგ შეძლებენ საკმარისი დოზების წარმოებას მთელი მსოფლიოსთვის მომდევნო 100 დღეში, თუ ჩვენ მზადყოფნა გვსურს შემდეგი პანდემიისთვის.” – განაცხადა გეითსმა The Wall Street Journal-თან საუბრის დროს.

მან ასევე მოუწოდა ქვეყნებს მეტი ინვესტიცია ჩადონ ჯანდაცვის სისტემების განვითარებისთვის.

ანგარიში ასევე ხაზს უსვამს იმ უთანასწორობას, რომელიც პანდემიის დროს მთელ მსოფლიოში დაფიქსირდა განათლებისა თუ დასაქმების კუთხით.

ფონდის შეფასებით, 33,9 მილიონი ადამიანი პანდემიის დროს უკიდურეს სიღარიბეში ჩავარდა, მათგან 26,6 მილიონი აფრიკის კონტინენტის მაცხოვრებელია.

“მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნები ნელ-ნელა დაუბრუნდებიან პანდემიამდელ მდგომარეობას; ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი კვლავ გაიზრდება ამ ქვეყნებში. თუმცა, დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნების მხოლოდ მესამედის ეკონომიკა აღდგება, რაც გავლენას მოახდენს ერთ სულ მოსახლეზე და 700 მილიონი ადამიანი დარჩება სიღარიბეში ამ ათწლეულის მანძილზე.” – აღნშნულია ანგარიშში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g