LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბილ გეითსის ქალიშვილი კორონავირუსის ვაქცინით აიცრა

155
page

„მამაჩემის გენიალური გონება და აზრები ჩემს თავში ნამდვილად არ გადმონერგილა“ – იხუმრა 24 წლის ჯენიფერ გეითსმა ვაქცინაციის შემდეგ. ის აშშ-ის მოსახლეობის 11%-ს შეუერთდა, რომლებმაც უკვე გაიკეთეს ვაქცინის ერთი დოზა მაინც.

მილიარდერ ბილ გეითსის ქალიშვილი ნიუ-იორკის ერთ-ერთ სამედიცინო უნივერსიტეტში ბიოლოგიას სწავლობს და მას, როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენელს, ვაქცინაცია სხვებზე ადრე ეკუთვნოდა. როგორც ჯენიფერმა მედიასთან საუბარში აღნიშნა, მას არანაირი პრივილეგიით არ უსარგებლია და მოუწოდა ყველას, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს, აიცრან ახალი ვაქცინით.

ჯენიფერი მილიარდერ-ფილანტროპის, ბილ გეითსის და მისი მეუღლის, მელინდას უფროსი შვილია.

ამ დროისათვის აშშ-ში ახალი კორონავირუსის ვაქცინით უკვე 37 მლნ. ადამიანია აცრილი, თუმცა ეს რიცხვი მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ 11%-ს შეადგენს. მოსახლეობის 90%-ის ასაცრელად ქვეყანაში ვაქცინაცია მიმდინარე წლის ნოემბრამდე უწყვეტად უნდა გაგრძელდეს. აღსანიშნავია, რომ ვაქცინაციის დაწყების შემდეგ აშშ-ში დაიწყო როგორც დადასტურებული შემთხვევების, ასევე კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილობის მაჩვენებლების კლება.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g