LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ბილბორდმა” 2024 წლის ზაფხულის საუკეთესო სიმღერები დაასახელა

150
sabrin week 3

,,ბილბორდმა” 2024 წლის ზაფხულის ტოპ სიმღერები გამოავლინა. რეიტინგი ივნისიდან აგვისტომდე, ,,ბილბორდის ცხელი ასეულის” საუკეთესო ათეულში, სეზონის ყველაზე პოპულარული ჩანაწერების პოზიციონირებით შედგა.

ჩამონათვალში თავს 10 სიმღერა იყრის, რომელთაგან 2, საბრინა კარპენტერს ეკუთვნის.

თემატურ სიაში ასევე ისეთი არტისტების ბოლოდროინდელი ჰიტები მოხვდა, როგორებიც: ბენსონ ბუნი, ბილი აილიში, ტედი სუიმსი და სხვები არიან.

საგულისხმოა, რომ ლისტში ტეილორ სვიფტის არც ერთი კომპოზიცია არ შევიდა.

სამეულს სიმღერით – Not Like Us კენდრიკ ლამარი ხსნის. მეორეზე Shaboozey-ის A Bar Song (Tipsy) დასახელდა, 2024-ის ზაფხულის ტოპ ჩანაწერად კი, Post Malone-ისა და მორგან უოლენის დუო – I Had Some Help იქცა.

შეიძლება იყოს text that says '1 2 billboard TOP TOPSONGS OFTHE SUMMER ER 2024 IHad Some Help Post Malone ft. Morgan Wallen A Bar Song (Tipsy) Shabooze Not Like Us Kendrick Lamar 3 5 6 Espresso Sabrina Carpenter Million Dollar Baby Tommy Richman Please Please Please Sabrina 7 Too Sweet Hozier 8 Carpenter Lose Control Teddy Swims Birds Of AI Feather Billie Eilish 10 Beautiful Things Benson Boone (JUNE 8-SEPT. 2024)' გამოსახულება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები