ლოს-ანჯელესში, ,,ბილბორდის” ყოველწლიური ღონისძიება – ,,ქალები მუსიკაში” გაიმართა. წვეულება, რომელიც დაჯილდოების ხასიათს ატარებს და ქალ არტისტებს რამდენიმე უკონკურენტო ნომინაციაში ჯილდოს ანიჭებს, წელს მეჩვიდმეტედ შედგა.
საღამოს მთავარი ტიტული – კაროლ ჯიმ მიიღო. კოლუმბიელი მომღერალი გავლენიანმა მუსიკალურმა გამოცემამ ,,წლის ქალად” დაასახელა. ამ წოდებით 33 წლის მუსიკოსი ისეთ შემსრულებელთა სიაში შევიდა, როგორებიც: რიბა მაკინტაირი, სიარა, ბიონსე, ფერგი, ტეილორ სვიფტი, კეტი პერი, პინკი, ლედი გაგა, მადონა, სელენა გომესი, არიანა გარანდე, ბილი აილიში, ქარდი ბი, ოლივია როდრიგო და შარშანდელი რეციპიენტი, SZA არიან.
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2024/03/fb-img-1709911236178-2024-03-08_19-21-13_270720-819x1024.jpg)
,,ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო” – ვიქტორია მონეს გადაეცა.
აისი სფაისს ,,ჰიტმეიკერის ჯილდო” მიანიჭეს, PinkPantheress კი ,,წლის პროდიუსერი” გახდა.
კიდევ ერთი პრესტიჟული პრემია – Icon Award, კაილი მინოუგმა დაიმსახურა.