LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბილეთები 419 ლარიდან – Turkish Airlines-მა გაყიდვების ფესტივალი დაიწყო

261
1

თურქეთის რესპუბლიკის ფლაგმანმა ავიაკომპანიამ Turkish Airlines – გაყიდვების ფესტივალი დაიწყო, რაც ავიაბილეთებზე ფასდაკლების აქციას გულისხმობს.

აქციის ფარგლებში, ორმხრივი ბილეთის შეძენა (თბილისი-სტამბოლი ორი გზა), მოსაკრებლების ჩათვლით 419 ლარიდან შესაძლებელი.

როგორც Turkish Airlines-ში განმარტავენ, „გაყიდვების ფესტივალის“ ფარგლებში, ავიაბილეთების შეძენა 2019 წლის 30 სექტემბრიდან – 14 ოქტომბრის ჩათვლით უნდა მოხდეს, ხოლო მოგზაურობა 2019 წლის 21 ოქტომბრიდან – 2020 წლის 31 მარტის ჩათვლით პერიოდში შედგეს.

აქცია შეეხება თბილისი-ანკარას პირდაპირ რეისებსაც (ასევე 419 ლარი) და ასევე, თურქეთის ყველა მიმართულებას, სტამბოლის გავლით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g