LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბილეთი მარსზე 500 000 დოლარზე ნაკლები ეღირება, უკან დაბრუნება კი უფასო იქნება

897
ilon

კომპანია „სფეის იქსის“ ხელმძღვანელი ილონ მასკი აცხადებს, რომ მარსზე გასაფრენი ბილეთი 500 000 დოლარზე ნაკლები ეღირება, უკან დაბრუნება კი უფასოდ იქნება შესაძლებელი. როგორც ილონ მასკი ამბობს, წითელ პლანეტაზე გამგზავრების საშუალება მხოლოდ მილიარდერებს არ ექნებათ.

„ერთ მშვენიერ დღეს მარსზე გაფრენა 500 000 დოლარი ან 100 000 დოლარიც კი ეღირება. ბილეთი უნდა ღირდეს იმდენი, რომ განვითარებულ ქვეყნებში მცხოვრებმა მოქალაქეებმა სახლის გაყიდვა და მარსზე გადაბარგება შეძლონ,“ – წერს ილონ მასკი „ტვიტერის“ გვერდზე.

ვარსკვლავური ხომალდის ბორტზე 100 მგზავრი დაეტევა, მზის სისტემაში სისტემატურად იმოგზაურებს და საკუთარი გზა ექნება მარსზე.

„სფეის იქსი“ მარსზე მისიის გაგზავნას 2020 წელს გეგმავს. ამასთან, მასკის ვარსკვლავური ხომალდის პროტოტიპი შესაძლოა, სულ მალე გამოჩნდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g