LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბილი აილიშმა ახალ დისკზე ისაუბრა

125
IMG_20240408_195940

ბილი აილიშმა ახალი დისკის სახელწოდება და გამოსვლის თარიღი გაამხილა. მან გულშემატკივრებს მომავალი მუსიკალური პროექტის გარეკანიც გაუზიარა.

ცნობილი გახდა, რომ ამერიკელი მომღერალი მესამე სტუდიურ ალბომს სახელწოდებით – Hit Me Hard and Soft, 17 მაისს გამოუშვებს. კრებულში, საიდანაც 22 წლის არტისტი მის რელიზამდე არც ერთ სინგლს არ წარადგენს, თავს 10 სიმღერა მოიყრის. ფირფიტის შექმნაში მონაწილეობა წინამორბედების მსგავსად, ამჯერადაც მისმა ძმამ, ფინეასმა მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ვარსკვლავური დედმამიშვილი ,,ოსკარების” 96 წლიან ისტორიაში, ყველაზე ახალგაზრდა ორგზის ,,ოსკაროსნად” იქცა.

ბილი აილიშს ისტორიული ,,ოსკარი” არიანა გრანდემ გადასცა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები