ბილი აილიშმა „ინსტაგრამზე“ 15-წამიანი ვიდეო გაავრცელა, რომელშიც მისი ახალი კომპოზიციის, Happier Than Ever ნაწყვეტი ისმის. ასევე არტისტმა რიგით მეორე სტუდიური ალბომის გამოსვლის თარიღიც დაასახელა. ალბომი, სახელად Happier Than Ever, 30 ივლისს გამოვა.
„ეს ჩემი შემოქმედების ყველაზე საყვარელი ნაწილია, ამიტომ ძალიან მიხარია და ვნერვიულობ. ერთი სული მაქვს, როდის მოისმენთ მას, ამხელა სიყვარული არასდროს მიგრძნია. ამას თქვენც იგრძნობთ“, – წერს ბილი.
ცნობისთვის, 19 წლის არტისტმა სულ ცოტა ხნის წინ იმიჯი რადიკალურად შეიცვალა და მწვანე თმა ღია ქერად შეიღება.