LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბილი აილიშმა „ინსტაგრამზე“ რეკორდი დაამყარა

71
page

მრავალი მუსიკალური ჯილდოს მფლობელმა, 19 წლის არტისტმა, ბილი აილიშმა „ინსტაგრამზე“ რეკორდი დაამყარა. როგორც იცით, ვარსკვლავი „ვოგის“ ივნისის თვის გარეკანზე, სრულიად შეცვლილი იმიჯით მოხვდა. ეს გახლავთ ბილის პირველი თამამი ფოტოსესიაა.

ფოტო: ბილი აილიშის პირველი თამამი ფოტოსესია „ვოგისთვის“

სწორედ აღნიშნულმა ფოტომ დააგროვა მილიონი მოწონება ყველაზე სწრაფად, 6 წუთზე ნაკლებ დროში. ამ დროისთვის მომღერლის პოსტს 16 მილიონზე მეტი მოწონება აქვს.

 

View this post on Instagram

 

A post shared by BILLIE EILISH (@billieeilish)

შეგახსენებთ, ბილიმ გასულ კვირას ახალი სიმღერა, Your Power და კლიპი გავრცელა, რომელიც რეჟისორიც თავადაა. კლიპში ბილის უზარმაზარი ანაკონდა ჰყავს კისერზე შემოხვეული, რომელიც მას ნელ-ნელა ახრჩობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები