სოციალური ქსელი „ინსტაგრამი“ ცნობილი ადამიანების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო საშუალებაა. 18 წლის ბილი აილიშიც მას საკმაოდ ინტენსიურად იყენებს, ვარსკვლავს 64 მილიონი გამომწერი ჰყავს, თუმცა, სულ ცოტა ხნის წინ, ინფორმაცია გავრცელდა, რომ მომღერალმა „ინსტაგრამზე“ ყველა გვერდის გამოწერა გააუქმა.
გამოწერების გაუქმებას წინ განცხადება უძღვოდა:
„თუკი ვინმე ისეთი მყავს გამოწერილი, რომელსაც თქვენზე ოდესმე უძალადია, მომწერეთ და გამოწერას გავაუქმებ”.
ამ სიტყვების შემდეგ ბილიმ ისეთი ცნობილი მუსიკოსების გამოწერები გააუქმა, როგორებიც კრის ბრაუნი და ჯასტინ ბიბერია.
შეგახსენებთ, კრის ბრაუნს ყოფილ შეყვარებულზე, რიანაზე არაერთხელ უძალადია, ხოლო სულ ცოტა ხნის წინ, ორმა ქალბატონმა ჯასტინ ბიბერი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა.