რუსთავში ორი მამაკაცის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით კრიმინალისტებმა წყლის გამაცხელებელი დაშალეს და გამწოვ მილში ჩიტის ბუდე აღმოაჩინეს. მათი ვარაუდით სწორედ ჩიტის ბუდემ გამოიწვია ბინაში CO-ს დაგროვება.
მხოლოდ იანვარში გაზის 2400-მდე აკრძალული დანადგარი ჩაჭრეს
შეგასენებთ, რომ ყოფილი პოლიტპატიმარი, ეროვნული მოძრაობის აქტიური მონაწილე გურამ გოგბაიძე და მისი ვაჟი, იაგო 21 იანვრის დილას გარდაცვლილები ნახეს საცხოვრებელ ბინაში. გოგბაიძის ძმისშვილმა, გია გოგბაიძემ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მამა-შვილი ორი დღის განმავლობაში კონტაქტზე არ გამოდიოდა. ბინის კარი გურამ გოგბაიძის ძმამ შეამტვრია. იაგო გოგბაიძე ლოგინზე იწვა, გურამ გოგბაიძე კი, თავგატეხილი და დასისხლიანებული, აბაზანასთან ახლოს, დერეფანში იპოვეს.
ცხედრები ამჟამად სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ქვემო ქართლის ბიუროშია გადასვენებული.