„ბინდის“ 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ნაწარმოების ავტორმა, სტეფანი მაიერმა თაყვანისმცემლებს რომანის ახალი ვერსია მოუმზადა. განსაკუთრებული კი ამაში ის არის, რომ მთავარი პერსონაჟები სექსს იცვლიან.
წიგნის მიხედვით, ედვარდისა და ბელას ნაცვლად ედიტი და ბო დაგხვდებათ. „მინდოდა 10 წლის იუბილესთვის რაღაც განსაკუთრებული გამეკეთებინა“, – განაცხადა ავტორმა.
ახალ გამოცემას „Life and Death: Twilight Reimagined“ ჰქვია და მისი შეძენა ინტერნეტით უკვე შესაძლებელია.