LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ მოირგებს ვამპირი ედვარდისა და მასზე შეყვარებული ბელას როლს? – „ბინდის“ მიხედვით სერიალს იღებენ

179
Untitleddsds

კინოკომპანია Lionsgate  სტეფანი მაიერის ვამპირული საგის ახალ, სატელევიზიო ეკრანიზაციაზე მუშაობს. აღსანიშნავია, რომ  სერიალის სცენარის დაწერაში ჩართული იქნება თავად სტეფანიც.

სტეფანი მაიერი 15 წლის შემდეგ „ბინდის“ გაგრძელებით ბრუნდება

აღმასრულებელი პროდიუსერები კვლავ უიკ გოდფრი და ერიკ ფიგი იქნებიან. მედიის ცნობით, კომპანია ამჟამად პროექტისთვის შემოქმედებით გუნდს ეძებს. თუ ვინ მოირგებს ვამპირი ედვარდის, მასზე შეყვარებული ბელას და მაქცია ჯეიკობის როლს, ამ ეტაპზე უცნობია. ასევე არ ვიცით გადაღებების დაწყების დრო.

შეგახსენებთ, მაიერმა „ბინდის“  პირველი რომანი 2005 წელს გამოსცა. ოთხივე წიგნი 37 ენაზე ითარგმნა და მსოფლიოში 100 მილიონზე მეტ ეგზემპლარად გაიყიდა. საგის პირველი ფილმი, რობერტ პატინსონისა და კრისტენ სტიუარის მონაწილეობით 2008 წელს გამოვიდა და ჯამში 3,4 მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა. საგის ბოლო ნაწილის პრემიერა კი 2012 წელს შედგა.

ბინდის მეფე – რობერტ პატინსონი „დიორის“ ახალი კოლექციის რეკლამაში

ეს ზაფხული დაუვიწყარი იქნება – კრისტენ სტიუარტი „შანელის“ ზაფხული 2023-ის კოლექციაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები