LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბინები და კერძო სახლები ყველაზე ძვირად კვლავ მთაწმინდაზე იყიდება

282
00

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2023 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებზე დაყრდნობით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსს აქვეყნებს.

2023 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 2.9%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 12.8%-ი შეადგინა.

RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება ქ. თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (2.5%), ისე კერძო სახლების სეგმენტში (4.3%).

ახალაშენებული (დასრულებული) საცხოვრებლების სეგმენტში, 1 კვადრატული მეტრის მედიანური ღირებულების მიხედვით, ბინებიც და კერძო სახლებიც ყველაზე ძვირი ღირს მთაწმინდაზე (5528 / 4424 ლარი), ვაკესა (4900 / 3301 ლარი) და საბურთალოზე (3767 /2982 ლარი).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g