LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბინის ქირა ისე გაძვირდა, მშობლები იძულებულები არიან ემიგრაციაში წავიდნენ“ – იოსელიანის თქმით, საცხოვრებლის შეთავაზება უნივერსიტეტის ავტორიზაციის წინაპირობა უნდა იყოს

65
-2021-12-14_13-22-17_526263

პარტია „მოქალაქეების“ წევრები ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ სტუდენტებისთვის საცხოვრებლის შეთავაზება უნივერსიტეტების ავტორიზაციისთვის წინაპირობად უნდა ჩაიდოს. ამის შესახებ მან დღეს, პარლამენტში პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, რეგიონიდან თბილისში ჩამოსულ სტუდენტებს ბინების დაქირავება უჭირთ, რადგან უძრავი ქონების ფასები გაზრდილია და იმისათვის, რომ შვილებს განათლება მისცენ, მშობლები ქვეყნიდან მიდიან.

„იმის მაგივრად, რომ ამ ადამიანებს მოტივაციას  ვაძლევდეთ, მათ ოჯახებს ექმნებათ გაუთავებელი პრობლემა, რომ სტუდენტებს ჰქონდეთ ელემენტარული პირობები განათლების მისაღებად.  ხომ შეიძლებოდა უნივერისტეტსაც ჰქონოდა საბინაო ფონდი, და მერე ეს სტუდენტებისთვის მიეცა შეღავათიან ფასად. ხომ შეიძლება სასწავლებლებს პასუხისმგებლობა გააჩნდეთ სტუდენტების წინაშე?

 

 

ბინის ქირა ისე გაძვირდა, იმხელა ხარჯები აქვთ სტუდენტებს, რომ მშობლები იძულებულები არიან ემიგრაციაში წავიდნენ.
რა უნდა გავაკეთოთ, რომ ეს პრობლემა მუდმივად არ იდგეს დღის წესრიგში? ?

Posted by Levan Ioseliani on სამშაბათი, 20 სექტემბერი, 2022

 

ევროპაში, რომლისკენაც ვისწრაფვით,  ეს პროცესი როგორაა ყველამ კარგად ვიცით. იქ უნივერსიტეტებს აქვთ საერთო საცხოვრებლები და თუ არ აქვთ, წინასწარ გრძელვადიანი კონტრაქტებით იღებენ საბინაო ფონდს და მერე სტუდენტებს სთავაზობენ შეღავათიან ფასად, ყველანაირ პირობებს უქმნიან სტუდენტებს.

რა უნდა გააკეთონ უნივერსიტეტებმა და სახელმწიფომ?! – 6 წლის მერე კიდევ იქნება უნივერსიტეტების ავტორიზაცია. დღეს თუ არ ვიფიქრეთ, რომ 6 წლის თავზე მათ ეს ავტორიზაციის პირობად ჩადონ, 6 წლის თავზეც იგივე პრობლემის წინაშე ვიქნებით. კიდევ უფრო მეტი ადამიანი წავა საზღვარგარეთ სამუშაოდ იმისთვის, რომ თავიანთ შვილებს ელემენტარული განათლება მისცეს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები