წინასაახალწლო პერიოდი დატვირთულია დიდი ფასდაკლებებითა და საახალწლო შეთავაზებებით. ამ მხრივ განსაკუთრებულად აქტიურობენ სამშენებლო-დეველოპერული კომპანიები. ახალი წლის ახალ სახლში შეხვედრა ხომ წლის საუკეთესოა დასაწყისია, ჰოდა, დეველოპერები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მომხმარებელს შესთავაზონ ისეთი აქციები, რომ შეიძინონ ახალი სახლი და გაიუმჯობესონ პირობები.
სად ვნახოთ დეველოპერული კომპანიების შეთავაზებები?
area.ge – უძრავი ქონების ყველაზე დიდი ციფრული პლატფორმაა, სადაც წარმოდგენილია ყველა დეველოპერული კომპანია უკვე დასრულებული, თუ მშენებარე პროექტებით. შესაბამისად, არეას სივრცეში ბინის მოძებნა ძალიან მარტივი და ხელსაყრელია.
ძებნის მარტივი ფუნქციონალის დახმარებით არეაზე ბინების ნახვა მთელი საქართველოს მასშტაბით შეგიძლიათ. სასურველი ლოკაციის მითითების შემდეგ თვალწინ გადაგეშლებათ თქვენთვის სასურველ რეგიონში, თუ ქალაქში არსებული გასაყიდი ბინების შეთავაზებები. არეაზე წარმოდგენილი განცხადებები ნათლად აღწერს ქონებას, მის მდგომარეობას, რემონტს და ყველა იმ დეტალს, რაც პირველადი შეფასებისთვის და ქონების შესახებ ზოგადი აზრის ჩამოყალიბებისთვის საკმარისია.
აღსანიშნავია, რომ არეაზე განცხადებები ყოველდღიურად ახლდება და თუ ყურადღებით იქნებით, პირველი ნახავთ ხელსაყრელ შეთავაზებას. ახლა ამ მხრივ ნამდვილად კარგი დროა, რადგან დეველოპერული კომპანიები ფასდაკლებებთან ერთად, საჩუქრებსაც სთავაზობენ მომხმარებელს, რემონტი, ავეჯისა თუ ტექნიკის მაღაზიების ვაუჩერები, საგზური და სხვა ხშირად იმ დიდ შენაძენს მოჰყვება, რასაც სახლი ჰქვია.
იპოთეკური სესხის მოთხოვნა ონლაინ
თუ ბინის შეძენა, გაფართოება, პირობების გაუმჯობესება გინდათ, მაგრამ თანხა არ გყოფნით და ფიქრობთ, თუნდაც კიდევ ერთი წლით გადადოთ ეს საქმე, area.ge-ს თქვენთვის ძალიან კარგი შეთავაზება აქვს.
ამიერიდან, უძრავი ქონების შესაძენად იპოთეკური სესხის მოთხოვნა ერთდროულად რამდენიმე ბანკში შეგიძლიათ. ამჯერად area.ge თანამშრომლობს საქართველოს ბანკთან, თიბისი და VTB ბანკთან. ნებისმიერი მსურველი, რომელიც უძრავი ქონების შეძენისთვის იპოთეკურ სესხს განიხილავს, განაცხადის გაკეთებას უშუალოდ საიტიდან, ერთდროულად სამ ბანკში შეძლებს. ან შეარჩევს მისთვის სასურველ რომელიმე ბანკს და გაგზავნის მოთხოვნას. შესაბამისი ბანკების წარმომადგენლები მომხმარებელს ერთი დღის ვადაში კონკრეტული შეთავაზებით და პირობებით დაუკავშირდებიან.
ასე მარტივად შეგიძლიათ მოაგვაროთ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი area.ge-ს მეშვეობით.
R