Jay Sean (დაბადების თარიღი 1983 წლის 26 მარტი) ბრიტანელი მომღერალი და სიმღერების ავტორია.
მან კონტრაქტი გააფორმა სტუდიასთან Virgin Records და 2004 წელს ჰქონდა 2 სიმღერა, რომელიც დიდი ბრიტანეთის ჩარტის ათეულში მოხვდა : “Eyes On You” და “Stolen”. სიმღერები შევიდა ალბომში Me Against Myself,აზიაში მისი ალბომის 2 მლნ-ზე მეტი ასლი გაიყიდა.
2006 წელს საკუთარი ხმისჩამწერი სტუდია დააარსა, Jayded Records.
მუსიკოსს 4 სტუდიური ალბომი აქვს ჩაწერილი, Me Against Myself (2004), My Own Way (2008), All or Nothing (2009) და Neon (2013).
