ბიონსე, რომელიც სულ მალე ტყუპების დედა გახდება, ამ დღეებში ქალიშვილთან ერთად Alvin Ailey American Dance Theater-ის კონცერტს დაესწრო. საკმაოდ წამოზრდილ მუცელს მომღერალმა ხაზი თეთრი მომდგარი კაბით გაუსვა, ზემოდან კი ვარდისფერი ქურთუკი ეცვა. ამავე ფერთა გამაში იყო გამოწყობილი ბლუ აივიც, რაც დედა-შვილის ერთგვარ ტენდენციად იქცა.
ბიონსეს ორსულობის შესახებ ცნობილი თებერვალში გახდა. ექიმების დაჟინებული მოთხოვნით, პატარაების დაბადებამდე კარიერული აქტივობებისგან მან თავი უნდა შეიკავოს.