კალიფორნიაში, ,,ფერადკანიანთა წინსვლის ეროვნული ასოციაციის” საიუბილეო, რიგით 50-ე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. NAACP Image Awards-ს, რომელზეც ყოველწლიურად კინოს, ტელევიზიის, თეატრის, მუსიკისა და ლიტერატურის წარმომადგენლებს აჯილდოებენ, 30 მარტს, დოლბის თეატრმა უმასპინძლა. საღამოს ტრიუმფატორები ბიონსე და ჯეი-ზი გახდნენ.
Destiny’s Child-ის ექს-წევრმა პრემია ,,წლის შოუმენის”, მისმა მეუღლემ კი ,,პრეზიდენტის ჯილდოს” სახელით ცნობილი პრიზი, სახელმწიფო სამსახურში მიღწეული წარმატებისთვის მიიღო.


უნდა აღინიშნოს, რომ შოუს წითელ ხალიჩაზე ვარსკვლავური წყვილი ფოტოგრაფების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა. თეთრი ლუქი, რომლითაც 37 წლის შემსრულებელი პოზირებდა, 49 წლის რეპერის სმოკინგს იდეალურად ერწყმოდა.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, ,,კარტერები” ამერიკული ლგბტ ორგანიზაციის, GLAAD ლაურეატები გახდნენ.
ბიონსე და ჯეი-ზი ლგბტ პრემიის მფლობელები გახდნენ (ფოტო)