იმ ფონზე, როცა ბოლო დროს ბიონსესა და ჯეი-ზის ხილვა საზოგადოების თავშეყრის ადგილებში დიდ იშვიათობას წარმოადეგნს, ამ დღეებში, მათი NBA-ის თამაშზე გამოჩენა მედიის მთავარი სალაპარაკო თემა გახდა.
როგორც ჩანს, ვარსკვლავურმა წყვილმა ოჯახისგან განმარტოვება გადაწყვიტა. ფოტოებზე, რომლებიც ქსელში გავრცელდა ჩანს, რომ ისინი ”გოლდენ-სტეიტისა” და ”ჰიუსტონის” დაპირისპირებას თვალს წინა რიგებიდან ადევნებდნენ.




ამასთან, კადრებში ამერიკელი არტისტები საკმაოდ მხიარულად და შეხმატკბილებულად არიან აღბეჭდილი.
აღსანიშნავია, რომ ჰიუსტონში ვიზიტის ამსახველი ფოტოები თავად სამი შვილის დედამაც გამოაქვეყნა, რომლებშიც მას თმის ახალ ფერს უწონებენ.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ბიონსე შავგრემანი გახდა.
ბიონსეს სიურპრიზი თაყვანისმცემლებს – მომღერალი შავგრემანი გახდა (ფოტო)