ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ბიონსე და ჯეი-ზი განქორწინებას გეგმავენ. მიზეზად დედოფალი ბი სახელდებოდა, რომელსაც ქმრის გაუთავებელი ღალატი მობეზრდა და მასთან ცხოვრება აღარ სურს.
ამჯერად ცნობილი ხდება, რომ ბიონსემ გადაწყვიტა, მეუღლეს უკანასკნელი შანსი მისცეს. წყვილი ახალი საცხოვრებელის შეძენასაც გეგმავს, მიზანში კი 200 მილიონად შეფასებული მდიდრული ვილა აქვთ, რომელიც როგორც აღმოჩნდა, ბიონსეს ძალიან მოსწონს.
წყვილის ახლობლების განცხადებით, სახლი მათი სიყვარულის თავშესაფარი იქნება, სადაც ცხოვრებას ახალი ფურცლიდან დაიწყებენ.