ბიონსე და ჯეი-ზი ტყუპების დაბადებისთვის ემზადებიან. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პატარებისთვის ვარსკვლავი მშობლები 100 ათას დოლარად შეფასებულ მოოქროვილ საწოლებს შეიძენენ, ამჯერად კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ მომავალი ტყუპების ოთახს ბიონსე და ჯეი-ზი ძვირფასი ნივთების მუზეუმად აქევენ, სადაც თითოეული ნივთი ხელოვნების ნიმუში და დიზაინერული შედევრი იქნება.
შეგახსენებთ, რომ უფროსი ქალიშვილის, ბლუ-აივის დაბადებისთვის, მომავალმა მშობლებმა ასევე მოოქროვილი საწოლი შეუკვეთეს, ხოლო მაგიდა, რომელიც გოგონას ოთახში იყო, „სვაროვსკის“ კრისტალებით იყო გაწყობილი.