სულ მალე, ბიონსე და ჯეი ზი ერთობრივ ტურნეში გაემგზავრებიან, რომლისთვისაც აქტიურად ემზადებიან. ამ დღეებში წყვილი იამაიკას ესტუმრა, სადაც მათ მომავალი შოუსთვის პრომო-რგოლი გადაიღეს.
რა კავშირშია ტურნე იამაიკურ მუსიკალურ მიმართულებებთან, უცნობია, თუმცა გადაღების დროს, ვარსკვლავები აქტიურად სეირნობდნენ მოტოციკლით და ადგილობრივებს ესალმებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ მუსიკოსების ტურნე 6 ივნის კარდიფში დაიწყება.