LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიონსეს 36-ე იუბილეზე ახლობლებმა და მეგობრებმა ვარსკვლავის ცნობილი ვიზუალი გაიმეორეს

52

4 სექტემბერს ბიონსეს 36 წელი შეუსრულდა. ცნობილმა ქალბატონებმა მისთვის მილოცვა უჩვეულო ფორმით გადაწყვიტეს: მიშელ ობამამ, სერენა უილიამსმა, კელი როულენდმა, მისმა ქალიშვილმა ბლუ აივიმ, დედამ, ტინა ნოულზმა და ჯეი-ზის დედამ, გლორია კარტერმა მისი ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო ვიზუალი გაიმეორეს კლიპიდან Formation.

მომღერლის ახლობლებმა და მეგობრებმა დიდი ზომის შლაპა მოირგეს, სადაც სახე არ ჩანს, თმა კი გრძლად ჩამოიშალეს, ზუსტად ისე, როგორც ეს ბიონსეს აქვს თავის კლიპში.

„გილოცავთ დაბადების დღეს შენი ოჯახისა და მეგობრების სახელით. შემოგვიერთდი და დაეხმარე ჰიუსტონს“, – ასე დასათაურდა ფოტოსეტი.

შეგახსენებთ, რომ ბიონსე წარმოშობით სწორედ ტეხასის ამ ქალაქიდან არის, რომელიც ცოტა ხნის წინ ქარიშხალმა „ჰარვიმ“ დააზარალა.

 

ბლუ აივი

 

მიშლ ობამა

 

სერენა უილიამსი
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები