ბიონსემ მუსიკალური ტრილოგიის მეორე ნაწილი და მერვე სტუდიური ალბომი – Cowboy Carter გამოუშვა.
დისკი, რომელმაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია იმასთან დაკავშირებით, თუ ვისთან ითანამშრომლა Queen Bey-იმ მის ჩაწერაში, ბევრი გაწბილებული დატოვა.
აღმოჩნდა, რომ ინტერნეტმომხმარებლების ვარაუდი ფირფიტაში მონაწილე სხვა მუსიკოსებთან დაკავშირებით, არ გამართლდა.
ბიონსეს ახალ დისკში ტეილორ სვიფტთან კოლაბორაციას მოვისმენთ
მეტიც, შესაძლო კოლაბორატორებიდან მასში მხოლოდ დოლი პარტონის სახელი გვხვდება, ისიც ,,ხმოვანი შეტყობინებების” სახით.
აღსანიშნავია, რომ კრებულში ამ უკანასკნელის 1973 წლის საკულტო ჰიტის – Jolene არა ქავერი, არამედ აბსოლუტურად განსხვავებული ტექსტის სიმღერა შედის. მიუხედავად იმისა, რომ კომპოზიცია ამავე სახელწოდებისაა და იგივე მელოდია აქვს, მარტივი მისახვედრია, რომ ის მის მეუღლეს, ჯეი-ზის ეხება.
როგორც უფროსი ქალიშვილის, ბლუ აივის შემთხვევაში, 42 წლის შემსრულებელმა ამჯერად ერთ-ერთ ტრეკში, მეორე გოგონას, რუმის ხმა გამოიყენა.
საგულისხმოა ისიც, რომ ,,გრემის” რეკორდსმენმა მომღერალმა ,,ბითლზის” Blickbird დააქავერა.
არავინ ელოდა, თუმცა უახლეს რელიზში ახალი თაობის სუპერვარსკვლავებთან, მაილი საირუსთან და Post Malone-თან კოლაბებსაც ვისმენთ.
საერთო ჯამში, ბიონსეს სამმოქმედებიანი პროექტის გაგრძელება, რომელიც მეტწილად ქანთრის, ასევე გოსპელის, რიტმ-ენდ-ბლუზის, როკისა და სხვა ჟანრების სინთეზია, 27 ტრეკს აერთიანებს.