LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიონსეს ახალ დისკში ტეილორ სვიფტთან კოლაბორაციას მოვისმენთ

156
82651345-0-image-a-57_1710871643054 (1)

ბიონსემ მუსიკალური ტრილოგიის მეორე ნაწილისა და მერვე სტუდიური ალბომის – Cowboy Carter შესახებ ისაუბრა.

ამერიკელი მომღერლის თქმით, დისკში რამდენიმე არტისტთან კოლაბორაციას მოვისმენთ.

,,ალბომში რამდენიმე სიურპრიზს გპირდებით . ვითანამშრომლე არაერთ ბრწყინვალე შემსრულებელთან, რომელთაც დიდ პატივს ვცემ”, – თქვა Queen Bey-იმ.

აღსანიშნავია, რომ იმ ფონზე, როცა 42 წლის შემსრულებელს კოლაბორატორთა ვინაობა არ გაუმხელია, ქსელი სპეკულაციებმა მოიცვა, თუ ვინ შეიძლება იყვნენ ისინი.

ინტერნეტმომხმარებლები ვარაუდობენ, რომ ,,გრემის” რეკორდსმენმა მომღერალმა ტეილორ სვიფტთან, დოლი პარტონთან, ლედი გაგასთან და Megan Thee Stallion-თან ითანამშრომლა.

ბიონსემ ქართველი დიზაინერის სათვალე კიდევ ერთხელ მოირგო – მომღერლის ახალი ალბომის სახელწოდება ცნობილია

შეგახსენებთ, რომ ბიონსე სამმოქმედებიანი პროექტის გაგრძელებას, 29 მარტს გამოუშვებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები