LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიონსემ ქართველი დიზაინერის სათვალე კიდევ ერთხელ მოირგო – მომღერლის ახალი ალბომის სახელწოდება ცნობილია

141
attachment-Beyonce-Cowboy-Carter-Album

ბიონსემ მუსიკალური ტრილოგიის მეორე ნაწილისა და მერვე სტუდიური ალბომის სახელწოდება გაამხილა.

ცნობილი გახდა, რომ ამერიკელი შემსრულებლის ჟანრობრივად განსხვავებული, სამმოქმედებიანი პროექტის გაგრძელებას, Cowboy Carter ჰქვია. ქანთრი ფირფიტა დღის სინათლეს 29 მარტს იხილავს.

ფოტო/ვიდეო: ბიონსეს ,,რენესანსი” გრძელდება – მომღერალმა ახალი დისკი დააანონსა

აღსანიშნავია, რომ ლონგფლეის ერთ-ერთი ლიმიტირებული გამოცემის გარეკანისთვის, 42 წლის არტისტმა ქართველი დიზაინერის, Davidsnow სათვალე კიდევ ერთხელ მოირგო.

ბიონსეს ახალი სიმღერის ვიზუალში ქართველი დიზაინერის სათვალე უკეთია

შეგახსენებთ, რომ ბიონსემ ექვს წლიანი სოლო პაუზის შემდეგ, 2022-ის 29 ივლისს, მუსიკალური ტრილოგიის პირველი, საცეკვაო თემატიკის ნაწილი და მე-7 სტუდიური ალბომი – Renaissance გამოუშვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები