LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: ბიონსეს ,,რენესანსი” გრძელდება – მომღერალმა ახალი დისკი დააანონსა

176
untitled-2024-02-14_21-24-35_527784

ბიონსემ მუსიკალური ტრილოგიის მეორე ნაწილის გამოსვლა დააანონსა. ცნობილი გახდა, რომ ამერიკელი შემსრულებლის მე-8 სტუდიური ალბომი დღის სინათლეს, 29 მარტს იხილავს.

ინფორმაცია ამის შესახებ, 42 წლის არტისტმა ,,სუპერ-ბოულის” დროს, სატელეკომუნიკაციო კომპანიის – Verizon რეკლამაში გაამჟღავნა. 2024-ის ყველაზე სანახაობრივ სპორტულ მოვლენას ის მეუღლესთან, ჯეი-ზისთან და ქალიშვილებთან ერთად დაესწრო.

მომავალი დისკიდან, რომელიც ჟანრობრივად ქანთრი იქნება, Queen Bey-იმ ორი ლიდ სინგლი: 16 Carriages და Texas Hold ‘Em უკვე წარადგინა.

შეგახსენებთ, რომ ბიონსემ ექვს წლიანი სოლო პაუზის შემდეგ, 2022-ის 29 ივლისს, სამმოქმედებიანი პროექტის პირველი ნაწილი და მე-7 სტუდიური ალბომი – Renaissance გამოუშვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები