ბიონსე იმ არტისტთა სიას შეუერთდა, რომელთაც სხვადასხვა დროს ახალგაზრდა ქართველი დიზაინერის – დავით პაპიაშვილის იგივე Davidsnow-ს სათვალე მოირგეს.
საქმე ისაა, რომ Queen Bey ახალი სიმღერის – Texas Hold ‘Em ვიზუალში, თავს სწორედ ამ უკანასკნელის აქსესუარით იწონებს, რომლის ერთ მხარეს გველის ორნამენტი აქვს.
ფოტო/ვიდეო: ბიონსეს ,,რენესანსი” გრძელდება – მომღერალმა ახალი დისკი დააანონსა
ცნობისთვის, სათვალის ფასი – 100 ევროა და ის ყველასთვის ხელმისაწვდომი ბრენდის ოფიციალურ ვებგვერდზეა.
აღსანიშნავია, რომ ბიონსემდე Davidsnow-ს სხვადასხვა ფორმის სათვალე ბილი აილიშს, ნიკი მინაჟს, დოჟა ქეთსა და სხვებს ეკეთათ.
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2024/02/2024-02-21_21-58-36_432308.jpg)
ინფორმაციისთვის, დავით პაპიაშვილმა ,,დევიდსნოუ” 2017 წელს დააარსა. აქსესუარებზე, მეტწილად კი სათვალეებზე ორიენტირებული ლეიბლი, მსოფლიო ვარსკვლავებს თათა ქართველიშვილმა გააცნო. უკვე დიდი ხანია, რაც მის მიერ ელ-ეიში დაფუძნებული PR სააგენტო, მოდის სფეროში ქართული ბრენდების პოპულარიზაციას ახდენს.