LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვირაბი ჩუმად გადასაადგილებლად და მაქსიმალურად გასაიდუმლოებული წვეულება – ბიონსემ და ჯეი ზიმ Met Gala-ს შემდეგ ელიტურ „აფთერ-ფართის“ უმასპინძლეს

226
page

ამერიკული შოუბიზნესის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა წყვილმა, ბიონსემ და ჯეი ზიმ Met Gala-ს შემდეგ დახურულ, ელიტურ „აფთერ-ფართის“ უმასპინძლეს, სადაც მათ ჰოლივუდისა და მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავები შეკრიბეს.

10 წლის შემდეგ პირველად – ბიონსე Met Gala-ზე მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად გამოჩნდა

გავრცელებული ინფორმაციით, წვეულება გაიმართა ნიუ-იორკში მდებარე Crane Club Members Lounge-ში, სადაც სტუმრები სპეციალურად მოწყობილი, დახურული შესასვლელით შედიოდნენ, რათა პაპარაცებისგან მაქსიმალურად დაცულიყვნენ.

სტუმრებს შორის იყვნენ ისეთი ცნობილი სახეები, როგორებიც არიან ლეონარდო დიკაპრიო, მიკ ჯაგერი, ტეიანა ტეილორი. წითელ ხალიჩაზე რიანამაც დაადასტურა, რომ ის და A$AP Rocky სწორედ ამ „აფთერ-ფართიზე“ აპირებდნენ წასვლას.

წყაროს ინფორმაციით, წვეულება გვიან ღამემდე გაგრძელდა. სტუმრებმა დილის 4 საათზე დატოვეს ლოკაცია. განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო იმ ფაქტმა, რომ წვეულების შესასვლელთან სპეციალურად აგებული გვირაბი მოეწყო, რათა სტუმრების გადაადგილება დამალული ყოფილიყო.

Met Gala 2026-ის ყველაზე წარუმატებელი „ლუქები“ – ვინმეს ხომ არ დაამატებდით?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები