სულ ცოტა ხნის წინ, Met Gala-ს ტრადიციულ პრესკონფერენციაზე, ანა ვინტური ჯეფ ბეზოსის მეუღლესთან, ლორენ სანჩესთან ერთად გამოჩნდა.
ჯეფ ბეზოსი ლორენ სანჩესისთვის, საქორწინო საჩუქრის სახით, გამოცემა Vogue-ის გადაცემას გეგმავს
აღსანიშნავია, რომ 2026 წლის Met Gala-ს თავმჯდომარის როლში სწორედ ლორენი მოგვევლინა. მან ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმში შეკრებილ პრესის წარმომადგენლებს სიტყვითაც მიმართა. შეუმჩნეველი არავისთვის დარჩენილა სანჩესის მკაცრი გამომეტყველება.
სანჩესი წითელ ხალიჩაზე საკმაოდ გამორჩეული, მაგრამ კლასიკური „ლუქით“ გამოჩნდა. მას „სკიაპარელის“ მუქი ლურჯი კაბა ამშვენებდა.
შეგახსენებთ, გასულ წელს მსოფლიო მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს „ამაზონის“ დამფუძნებელმა, მილიარდერმა ჯეფ ბეზოსმა, საყვარელ ქალს საქორწინო საჩუქრის სახით, გამოცემა Vogue გადასცა. თუმცა ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დადასტურებულა. გამოცემის დირექტორისა და სანჩესის ერთად გამოჩენამ სპეკულაციები კვლავ განაახლა.
