56 წლის ლორენ სანჩესი აცხადებს, რომ მეუღლისგან, 61 წლის მილიარდერი, ჯეფ ბეზოსისგან შვილის გაჩენა სურს.
The New York Times-თან ინტერვიუში სანჩესმა აღნიშნა, რომ ბავშვები ძალიან უყვარს და მზად არის კიდევ ერთი შვილის გაჩენისთვის: „ხვალვე გავაჩენდი კიდევ ერთს“. მოგვიანებით მან ჟურნალისტს დაურეკა და დააზუსტა, რომ ამ ეტაპზე ორსულად არ არის.
დეტალებზე სანჩესს არ უსაუბრია, ამიტომ ჯერჯერობით უცნობია, თავად გეგმავს ორსულობას, თუ შვილის გაჩენას სუროგატი დედის დახმარებით აპირებს.
ცნობისთვის, მას უკვე ჰყავს სამი შვილი წინა ურთიერთობებიდან. მას ამერიკელი სპორტსმენის, ტონი გონსალესიგან ჰყავს ვაჟი, ხოლო ბიზნესმენ, პატრიკ უაიტსელსთან ქორწინებიდან, ქალ-ვაჟი. რაც შეეხება ჯეფს, ის ოთხი შვილის მამაა.
ჯეფ ბეზოსი ლორენ სანჩესს საჯაროდ აღარ ეხუტება – მედია განქორწინებაზე ალაპარაკდა
ლორენ სანჩესი ქმართან პაემანზე „ალაიას” 10 000 დოლარიანი ტყავის ქურთუკით გამოჩნდა

