ბიონსემ სიმღერაზე „Die With You“ კლიპი გამოუშვა. ვიდეო ოჯახური კადრებისგან შედგება და მისი სრული ვერსია ამ ეტაპზე Tidal-ის მომხმარებლებისთვის არის ხელმისაწვდომი, „ინსტაგრამზე“ კი კლიპის ნაწილი გამოქვეყნდა.
რგოლში მოხვდა კადრები ბიონსესა და ჯეი-ზის ქორწილიდან, პოპ დივას პირველი ორსულობიდან, ქალიშვილის, ბლუ აივის დაბადებიდან, რომანტიკული პაემნებიდან და უკანასკნელი ორსულობიდან.
სიმღერა ვარსკვლავური წყვილისთვის სიმბოლურია, მისი რელიზი 2015 წლის 4 აპრილს – ქორწინების მეშვიდე წელს შედგა.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის მომღერალი ტყუპებზე არის ორსულად. პატარები ქვეყანას მიმდინარე ზაფხულში მოევლინებიან.
A post shared by Beyoncé (@beyonce) on
