ბიონსე საკუთარი აფროამერიკული წარმომავლობის წყალობით ყოველთვის გამოირჩეოდა მიმზიდველი ფორმებით. მომღერალს გამხდარს ვერ უწოდებთ, თუმცა მისი სხეული ყოველთვის ფორმაშია.
რამდენიმე დღის წინ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ბიონსეს მრგვალი ფორმები არა მისი ბუნებრივი აგებულება, არამედ – პლასტიკური ქირურგების ნამუშევარია.
პორტალ MediaTakeOut-ის ინფორმაციით, ბიონსეს სხეულის ნაწილი სწორედ ქირურგებმა „შექმნეს“.
„ბიონსეს სხეული ძალიან ლამაზია, თუმცა ის ყოველთვის ასეთი არ იყო,“ – წერს პორტალი.
ამასთან, MediaTakeOut-მა ჯერ-ჯერობით ვერ შეძლო აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მტკიცებულებების მოპოვება.