ბიონსე თავისი ახლო მეგობრისა და Destiny’s Child-ის ყოფილი წევრის, კელი როულანდის დაბადების დღეზე იმყოფებოდა. მომღერალმა თავად გააზიარა ფოტო „ინსტაგრამზე“, სადაც მეგობარს დაბადების დღე მიულოცა, აქვე იმყოფებოდა ცნობილი ჯგუფის კიდევ ერთი წევრი, მიშელ უილიამსი. „გრემის“ მფლობელი ტრიოს სამივე ვარსკვლავი ფანტასტიკურად გამოიყურებოდა. ინტერნეტში ასევე გავრცელდა გოგონების შეხვედრის ემოციური კადრები და ახალი ფოტოები დახურული წვეულებიდან.
ამ დღეს ბიონსე ბრწყინავდა „პატრიკ კელის“ ვინტაჟურ კაბაში ღილებით, კელი როულანდი მუქი ლურჯი ფერის ხავერდის კაბაში იყო გამოწყობილი. უილიამს კი წითელი საღამოს კაბა ეცვა. მედიამ როულანდის, უილიამსისა და ბიონს ნოულზის შეხვედრას უკვე უწოდა Destiny’s Child-ის გაერთიანება.
კენდრიკ ლამარისა და ბიონსეს ტრიუმფი და ტეილორ სვიფტის ფიასკო ,,გრემიზე”
ბიონსეს ორ ჰიტს ბრილიანტის სტატუსი მიენიჭა – არტისტმა ახალი რეკორდი დაამყარა





