LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიონსესა და ჯეი-ზის ტყუპების ახალმა ფოტოებმა ინტერნეტი ააფეთქა

7685874-0-image-a-35_1545354253351

ქსელში ბიონსეს ტყუპების აქამდე უცნობი ფოტოები გავრცელდა. ერთ-ერთ ფოტოზე, 18 თვის რუმი და სერი ზურგით ზიან და ზღვის ტალღებს ეთამაშებიან, ხოლო მეორეზე – 37 წლის ვარსკვლავი ქალიშვილთან ერთად ბედნიერი სახითაა აღბეჭდილი. გაირკვა, რომ კადრები ჯეი-ზის მეუღლის ინდოეთში ვიზიტისას გადაიღეს.

აღსანიშნავია, რომ ვარსკვლავური წყვილი პატარებს კამერების წინ საერთოდ არ აჩენს, რის გამოც ფოტოებმა ,,კარტერების” თაყვანისმცემლებში ფურორი მოახდინა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ბიონსემ ინდოელი მილიარდერების შვილების ქორწილში იმღერა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები