LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიონსემ ინდოელი მილიარდერების შვილების ქორწილში იმღერა (ფოტო/ვიდეო)

7213246-0-image-a-98_1544396163094

ამ დღეებში, ბიონსე ინდოეთს სტუმრობდა. გაირკვა, რომ ამერიკელი შემსრულებელი სამხრეთ აზიაში, ადგილობრივი მაგნატების შვილების წინა საქორწილო ღონისძიებაზე, სპეციალური მიწვევით ჩავიდა.

დახურულ წვეულებაზე, სადაც უამრავი ცნობილი სახე, მათ შორის ჰილარი კლინტონიც იმყოფებოდა, 37 წლის მომღერალმა რომანტიკული ბალადა Perfect და ათწლეულის აბსოლუტური ჰიტი Crazy in Love შეასრულა. ბიონსემ პერფორმანსისას სცენაზე ნამდვილი ცეცხლი დაანთო.

 

View this post on Instagram

 

#Beyonce turns up the heat at #IshaAmbani and #AnandPiramal’s pre-wedding celebrations.

A post shared by Filmfare (@filmfare) on

საინტერესოა, რომ ჯეი-ზის მეუღლემ ,,ინსტაგრამზე” ინდოეთში ვიზიტის ამსახველი ფოტოები თავადაც გამოაქვეყნა. ფოტოებზე 3 შვილის დედა, წითელ კაბაში პოზირებს, რომელიც ოქროს დეტალებითა და მისთვის დამახასიათებელი ელეგანტურობით, დიზაინერმა, აბუ იანი სენდიპ ქოსლამ შექმნა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Beyoncé (@beyonce) on

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ბიონსემ თაყვანისმცემლებს სიურპრიზი მოუწყო და მოულოდნელად შავგრემანი გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები