LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბიუ-ბიუ“ სურსათის ეროვნულ სააგენტოს რეპუტაციის შელახვაში ადანაშაულებს

135
14468625-1778566232383766-2240259683187113550-o

„ბიუ-ბიუ“ სურსათის ეროვნულ სააგენტოს კომპანიის რეპუტაციის შელახვაში ადანაშაულებს და ამასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

„გვინდა გამოვეხმაუროთ სურსათის ეროვნული სააგენტოს გუშინ საღამოს გაკეთებულ განცხადებას. უპირველეს ყოვლისა გვინდა ხაზი გავუსვათ იმას, რომ კომპანია სრულ პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ წარმოებულ პროდუქციაზე და მის ხარისხზე.

ჩვენ ყოველთვიურად ვაწარმოებთ 1200 ტონა ხორცს და შესაბამისად, ჩვენს პროდუქციას ყოველდღიურად მოიხმარს ასი ათასობით ადამიანი. თითოეულ წარმოებულ პარტიაზე ჩვენ ვაკეთებთ ლაბორატორიულ კვლევას და აღნიშნულით კიდევ ერთხელ ვუზრუნველყოფთ წარმოებული პროდუქციის უვნებლობას და ხარისხის კონტროლს.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „ბიუ-ბიუს“ ქათამში სალმონელა გამოავლინა

აბორატორიული კვლევის შედეგად ქათმის დამარინადებული ფილეს ნიმუშში სალმონელა გამოვლინდა.

რაც შეეხება მოწამვლას, რომელიც მოხდა თბილისის ერთ-ერთ რესტორანში, ჩვენი ინფორმაციით 11 მოწამლული ადამიანიდან მხოლოდ 2 ადამიანს დაუდგინდა სალმონელა. აღსანიშნავია, რომ სალმონელა არის 2000-ზე მეტი შტამის, ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა და საკანონმდებლო შეზღუდვაც ხდება მხოლოდ 2 ტიპის სალმონელაზე Typhimurium და Enteritidis (B და D ჯგუფი), რომლის წინააღმდეგაც ჩვენ ქათამს ვცრით. ამავდროულად ხაზგასასმელია ისიც, რომ თერმული დამუშავების დროს ამ ორი ტიპის სალმონელას გაუვნებლობაც ხდება. ჩვენ როგორც ყოველთვის ამ შემთხვევაშიც სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან აქტიურად ვთანამშრომლობთ და მათთან შეთანხმებით ამ საკითხის მიკვლევადობის მიზნით უნდა მომხდარიყო სალმონელას ტიპიზაცია ლუგარის ლაბორატორიაში. თუმცა სამწუხაროდ, ტიპიზაციის შედეგების გარეშე გუშინ საღამოს მოხდა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განცხადების გაკეთება, რომელიც უსაფუძვლოდ ახდენს კომპანიის რეპუტაციის შელახვას“, – აცხადებენ კომპანიაში და დასძენენ, რომ ამ საკითხზე საზოგადოების ინფორმირებას მომავალშიც გააგრძელებენ.

შეგახსენებთ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კომპანია „ბიუ-ბიუს“ წარმოების ქათმის ხორცში სალმონელა აღმოაჩინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g