ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, ხმების 99, 92 %-ის დათვლის შედეგად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს ხმა ამომრჩეველთა 59,54 %-მა მისცა, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს კი – 40 46 %-მა.
ცნობისთვის, ამ ეტაპზე 3 705 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 3691 ჩვეულებრივი და 11 სპეცუბანი.
რაც შეეხება შედეგებს კონკრეტული ხმების რაოდენობის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილმა 1147106 ხმა მიიღო, გრიგოლ ვაშაძემ კი – 779614.