LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიზნეს ასოციაცია: ნებისმიერი მესაკუთრე ამ ქვეყანაში დგას რისკის წინაშე

86

საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტის გაუქმებასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის მიზნით საქართველოს ბიზნეს ასოციაცია პარტნიორ ორგანიზაცოებთან კონსილტაციებს იწყებს.

როგორც  საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ნებისმიერი მესაკუთრე ამ ქვეყანაში დგას რისკის წინაშე, რადგან მან სულ მცირე ერთი წელი მოანდომოს დავას თავისი საკუთრების უკან დასაბრუნებლად და დასაცავად.

”მოხდა  აშკარა და საყოველთაოდ ცნობილი ფაქტების გაუთვალისწინებლობა და იგნორირებაა. იმის გათვალისწინებით, რომ საერთო სასამართლოების სისტემა დღეს ისედაც გადატვირთულია სამოქალაქო საქმეებით, რის გამოც საქმეთა განხილვის ვადები სისტემატურად ირღვევა და გადაწყვეტილებების მიღებას ხშირად წელიწადზე მეტი სჭირდება, ხსენებული საკანონმდებლო ცვლილებები ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ნებისმიერი მესაკუთრე ამ ქვეყანაში დღეიდან დგას რისკის წინაშე, რისკისა, რომ მან სულ მცირე ერთი წელი მოანდომოს დავას თავისი საკუთრების უკან დასაბრუნებლად და დასაცავად; ეს ნიშნავს იმას, რომ ირღვევა სახელმწიფოს მიერ კონსტიტუციით ნაკისრი ვალდებულება, დაიცვას თითოეული ადამიანის საკუთრების უფლება და ამ მიზნით შესთავაზოს მესაკუთრეებს უფლების დაცვის ეფექტური მექანიზმები”,- ნათქვამია  განცხადებაში.

ბიზნეს ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ  გარდაუვალი უარყოფითი შედეგების წინაშე დგას ასევე უძრავი ქონების ბაზარი და ფინანსური სექტორიც.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ თავისი ნეგატიური დამოკიდებულება კანონპროექტის მიმართ პარლამენტში შესაბამისი ცვლილებების განხილვის დაწყებისთანავე  დააფიქსირა. ორგანიზაცია ჩართული იყო სამუშაო პროცესში, როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასაც წარუდგინა შესაბამისი არგუმენტები, თუ რატომ იყო დაუშვებელი ამ ეტაპზე საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტის გაუქმება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g