LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2105 ლარს გაუტოლდა

119
Business

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2024 წლის II კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა და 53.6 მილიარდი ლარი შეადგინა. ბრუნვის მოცულობის 66.5% მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 15.1% – საშუალოზე, 18.4% კი – მცირე ბიზნესზე.

ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2024 წლის II კვარტალში მისი მოცულობა 20.5 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.5%-ით მეტია.

2024 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი – 34.5% მოდის ვაჭრობის (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) დარგზე, მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება (33.9%-იანი წილით), მესამე ადგილზე კი დამმუშავებელი მრეწველობა (8.5%–იანი წილით).

2024 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 769.9 ათასი პირით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 4.4%-ით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.6% ქალი იყო, 56.4% – კაცი. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 43.6% მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 20% – საშუალოზე, 36.5% – მცირე ბიზნესზე.

2024 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 2105 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 190.7 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა 1 636.3 ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 153.8 ლარით).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g